2022-05-28 18:38:11, 1730 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯონსონი - დიდი ბრიტანეთი პროგრესის დასაჩქარებლად G7-ის ქვეყნებთან მუშაობას აგრძელებს
გლობალური სასურსათო კრიზისთან გასამკლავებლად საერთაშორისო პარტნიორები უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე მუშაობენ. - ამის შესახებ ინფორმაციას ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.
მისივე თქმით, ისინი აგრძელებენ მუშაობას G7-ის ქვეყნებთან.
"დიდი ბრიტანეთი პროგრესის დასაჩქარებლად დიდი შვიდეულის (G7-ის) ქვეყნებთან მუშაობას აგრძელებს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,