17:38 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 23:01:57, 953 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია ბრეგაძეს - მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს

მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს. - განაცხადა თამარ კორძაიამ იუსტიციის მინისტრის მისამართით.

მისივე თქმით, რატი ბრეგაძემ ყველაფერ ზღაპრულად წარმოაჩინა.

"ბატონო რატი, რომ გისმენდით ამ დაღლილზე, ციხეში ყოფნა მომინდა ისეთი ზღაპრული სამყარო აგვიღწერეთ. მე გულწრფელად მჯერა თქვენი სურვილების, რომ რეფორმა ჩაატაროთ და პენიტენციური სისტემა იყოს უკეთესი. ასევე, მჯერა, რომ თქვენ ბევრს აკეთებთ ამისთვის, მაგრამ არის ერთი პატიმარი, რომელიც არ მოგცემთ თქვენი კარიერის კარგად დასრულების შესაძლებლობას და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი ფაქტი საკმარისია იმისათვის, რომ განადგურდეს თქვენი კარიერა, როგორც მინისტრის.., ყველა წერილში გიხსნით,რომ პროფესიული საიდუმლოების ფარგლებში მზად ვარ დავიცვა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები იმ ფონზე, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ, რომ თქვენ კლავთ მიხეილ სააკაშვილს, არ გინდათ დაამტკიცოთ, რომ არ კლავთ, მაგრამ როცა საჭიროდ ჩათვლით, მზად ხართ. პერსონალური მონაცემები გაასაჯაროოთ. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს“. - განაცხადა კორძაიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics