|
2022-05-27 15:56:34, 1021 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად „7 ნაბიჯის ნუსხა“ გაასაჯაროვა
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დღეს პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად „7 ნაბიჯის ნუსხა“ გაასაჯაროვეს. ბრიფინგი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", პარტია "ლელომ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" გამართეს. ლიდერების თქმით, „7 ნაბიჯის ნუსხა“ აერთიანებს იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც მომდევნო 3 კვირის განმავლობაში პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. “მსგავსი უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია კიდევ ათწლეულები გადავადდება. სწორედ ახლა, ამ უახლოეს კვირეებში უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზადაა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას, ევროპასთან დასაახლოებლად და ძირეული რეფორმების განსახორციელებლად”,- განაცხადეს ლიდერებმა. „7 ნაბიჯის ნუსხას“ აერთიანებს შემდეგ კრიტერიუმებს:
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)