00:14 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 22:10:51, 1551 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ბახმუტის რაიონში სოფელი დაიკავეს

რუსული ჯარები სევეროდონეცკისა და მიმდებარე დასახლებების მიმართულებით შეტევას აგრძელებენ. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე თქმით, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელი მედნა რუდა აიღეს.

" რუსული ჯარები სევეროდონეცკისა და მიმდებარე დასახლებების მიმართულებით შეტევას აგრძელებენ, მათ დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელი მედნა რუდა აიღეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics