2022-05-26 18:37:45, 1583 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა რუსული რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინულმა ძალებმა ხმელნიცკის ოლქში რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ხმელნიცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გამალი ავრცელებს.
მისივე თქმით, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
"საჰაერო განგაშის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის რაკეტა ჩამოაგდეს. ნამსხვრევები მინდორში დაეცა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა და არც არაფერი დაზიანდა. საჰაერო განგაშის დროს თავშესაფრებში დარჩით". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,