|
2022-05-26 14:49:44, 898 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - „გზა ევროპისკენ არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი“
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე გამოხატავს ქართველი ხალხის გმირულ წარსულს, მის ისტორიას, დიდ კულტურასა და იმ ღირებულებების ერთგულებას, რასაც ქვეყნის მომავალი ეფუძნება. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა პროფესიის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით აძლიერებენ საქართველოს და ქმნიან მის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა მან. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროპულ მომავალზე გაამახვილა ყურადღება. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, გზა ევროპისკენ ქართველი ხალხის საკუთარი ევროპული იდენტობისკენ სვლაა - „გზა ევროპისკენ ყოველთვის იყო ქართველთა საუკუნოვანი ოცნება, რადგან ჩვენი კულტურა თავისი არსით იყო ევროპული ფესვებიდან აღმოცენებული და მასზე გაზრდილი. ჩვენი ხალხის ნება ურყევი და მტკიცეა, ჩვენი ხალხი ვერასოდეს დაუპირისპირდება თავის ევროპულ იდენტობას, გზა ევროპისკენ არის მისი ღირებულებითი არჩევანი“. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე. „საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაჩქარება ჩვენს რეგიონში აუცილებლად მოიტანს მეტ მშვიდობასა და განვითარებას. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“, - აღნიშნა მან. საკუთარ სიტყვაში თავდაცვის მინისტრმა ქვეყნისთვის ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა: „გზა ევროპისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ ნიშნავს ძლიერ და სტაბილურ საქართველოს. ეს არის გზა უსაფრთხოებისკენ, კეთილდღეობისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისკენ“. შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით სლოგანით - „ევროპისკენ“ მიმდინარეობს.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)