|
2022-05-26 14:45:50, 717 ნახვა
საზოგადოება
გორში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო. „საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა პატივისცემით გავიხსენო ყველა ის ადამიანი, რომელთა დაუღალავი შრომის და ბრძოლის შედეგია საქართველოს დამოუკიდებლობა. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ღრმა ფესვები აქვს. ეს ბრძოლა დაიწყო საუკუნეების წინ და მიდის დასასრულისკენ. თითოული ქართველი, თითოეული მოქალაქე მზად არის, გახდეს ღირსეული ევროპელი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს და აუცილებლად გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. ღონისძიების ფარგლებში, შემეცნებით-გასართობი სივრცე და გამოფენა/ბაზრობა მოეწყო, სადაც წარმოდგენილია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია, მათ შორის, ნატურალური წვენები, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები და სხვა. ღვინის სადეგუსტაციო სივრცეში ადგილობრივი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოების დაგემოვნებაა შესაძლებელი. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, გორის ქალთა კაპელა ევროკავშირის ჰიმნს შეასრულებს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს - 17:10 საათზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. ღონისძიების ფარგლებში, დამთვალიერებელი ევროკავშირის შექმნის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ისტორიის შესახებ მიიღებს ინფორმაციას. სპეციალური მოედანი მოეწყო ბავშვებისთვისაც, სადაც სხვადასხვა გასართობი აქტივობები ტარდება.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)