|
2022-05-26 13:25:29, 947 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" სახელით მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
„ტრადიციულად, როდესაც ყველა აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უერთდება დღესასწაულს და თბილისში წარმოდგენილები ვართ სამეწარმეო ბაზრობით, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა. სააგენტოს დირექტორმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა, სადაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით დაფინანსებული, ასევე სხვა ქართული კომპანიების წარმოებული პროდუქტია წარმოდგენილი. „ყველა ერთად ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი გვეყოლება, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს უფრო მეტ ქართულ პროდუქტს და უფრო მეტ დასაქმებულ ადამიანს. 2000-ზე მეტი პროექტი გვაქვს დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამებში და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებასთან ერთად, ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც რჩება საქართველოში და არ გადის ქვეყნიდან“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც, მთავრობის ორგანიზებით, ქვეყნის ყველა ქალაქში აღინიშნება, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში. მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში,“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაცის, „საქრუსენერგოს,“ ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სივრცეები და პავილიონები.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)