|
2022-05-21 10:43:45, 968 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია: მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების სტანდარტთან შესაბამისობაში მუშაობას ახალი საკალიბრაციო ლაბორატორია უზრუნველყოფს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ თეიმურაზ მთივლიშვილთან ერთად, მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების ახალი საკალიბრაციო ლაბორატორია დაათვალიერა. „გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სტიქიური ბუნებრივი მოვლენების იდენტიფიცირებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნისთვის დაკვირვების ქსელის გაუმჯობესებაა. აღნიშნული მიმართულებებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. ქვეყნის მასშტაბით, დღეს უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა; ხდება მათგან გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი უწყებებისთვის დროული მიწოდება. მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების გამართულად, სტანდარტთან შესაბამისობაში მუშაობას, დღეიდან, უახლესი საკალიბრაციო დანადგარებით აღჭურვილი საკალიბრაციო ლაბორატორია უზრუნველყოფს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. დღეისათვის, ქვეყნის ტერიტორიაზე 160 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო პუნქტი მოქმედებს. მწვანე კლიმატის ფონდის (Green Climate Fund) ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, გათვალისწინებულია დაკვირვების ქსელის გაფართოება. 2024 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების და საგუშაგოების რაოდენობა 300 ერთეულს გადააჭარბებს. აღნიშნული სადგურების დანიშნულება ქვეყნის სხვადასხვა წერტილში მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პარამეტრების გაზომვა და მათი გავრცელებაა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეებზე. სადგურების უმრავლესობა სრულად ავტომატიზებულია და რეგულარულ ტექნიკურ სარემონტო/საკალიბრაციო სამუშაოებს საჭიროებს. ახალი საკალიბრაციო ლაბორატორია, რომელიც სრულად აღიჭურვება უახლესი საკალიბრაციო დანადგარებით, უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების გეგმურ კალიბრაციას, რაც გაზრდის ატმოსფერული წნევის, ტემპერატურის და ტენიანობის გაზომვის ხარისხს, ასევე, მინიმუმამდე დაიყვანს ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვების ცდომილებას.
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)