|
2022-05-20 18:03:53, 1875 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებს მასიურად გაჰყავთ კაცები მარიუპოლიდან, ფილტრაციის ბანაკში იძულებით ათავსებენ და ჯარისთვის ამზადებენ - მერის მრჩეველი
რუს ოკუპანტებს მასიურად გამოჰყავთ კაცები დაბომბილი მარიუპოლიდან, იძულებით ათავსებენ ფილტრაციის ბანაკებში და ე.წ.დონეცკის არმიაში მობილიზებისთვის ამზადებენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, რუსებს მარიუპოლიდან მამაკაცები ფილტრაციის ბანაკებში მიჰყავთ, მაგრამ ხუთი კვირის განმავლობაში ქალაქის არც ერთი მცხოვრები არ დაბრუნებულა. ამავდროულად, ბანაკებში დამპყრობლები ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ცდილობენ თავიანთი ტყვეების მორალურად გატეხვას. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ფილტრაციის ბანაკებში ადამიანების რაოდენობა ნოვოაზოვსკის რაიონში, ბეზიმიანოსა და კაზაცკის ოლქში, 2 ათასი კაციდან 3-4 ათასამდე გაიზარდა“, - ნათქვამია მოხსენებაში. ცნობისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა დამპყრობლებმა შექმნეს ე.წ ფილტრაციის ბანაკები, რომლებშიც ოკუპირებული დასახლებებიდან უკანონოდ გამოყვანილი ადამიანები გადიან. უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსმა დამპყრობლებმა დროებით ოკუპირებულ უკრაინის ყველა ქალაქში „ფილტრაციის“ პროცედურა შემოიღეს . გარდა ამისა, რუსი დამპყრობლები იმუქრებიან, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ე.წ დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ „არმიაში“ გაგზავნიან. ოკუპანტებმა ასევე დაავალეს ქალაქში 18-დან 50 წლამდე მამაკაცების აღწერის ჩატარება, თითქოსდა „ნანგრევების გასაწმენდად შრომითი რეზერვის“ შესაქმნელად.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)