2022-05-14 11:07:09, 1694 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ბოლო 24 საათში ოკუპანტების 10 შეტევა მოვიგერიეთ
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დღის განმავლობაში 10 შეტევა მოიგერიეს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე თქმით, განადგურდა 5 ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა.
"დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ბოლო 24 საათში რუსი ოკუპანტების ათი შეტევა მოიგერიეს - განადგურდა 5 ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა, 6 ჯავშანტექნიკა და მტრის 7 მანქანა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,