|
2022-05-13 18:12:23, 1340 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N2-ში არსებული სკვერი რეაბილიტირდა.
საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N2-ში არსებული სკვერი რეაბილიტირდა. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს. შესაბამისი სამუშაოები 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონა, სავარჯიშო სივრცე და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასევე, გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება მოხდა. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და საკრებულოს წევრ ლევან არველაძესთან ერთად გაეცნო. „საბურთალოს რაიონს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატა. მსგავსი სივრცეების მოწყობა, რომლითაც რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებელი სარგებლობს, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი სივრცეების შექმნას და არსებულის განახლებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით, შპს „ტაომ“ შეასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)