|
2022-05-11 18:36:34, 1110 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი პერსონალის ანაზღაურების ბიუჯეტი 26 მილიონი ლარით გაიზარდა
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს,რომ გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი პერსონალის ანაზღაურების ბიუჯეტი, გასულ წელთან მიმართებით, 26 მილიონი ლარით გაიზარდა. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სამედიცინო პერსონალის დაცვა და მათთვის ადეკვატური ანაზღაურების უზრუნველყოფა. 2022 წელს, გაიზარდა გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი პერსონალის ანაზღაურება. შრომის ანაზღაურების ბიუჯეტის ზრდამ, გასულ წელთან შედარებით, 26 მილიონი ლარით მეტი შეადგინა“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას. ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს, ის სიახლეებიც გააცნო, რომლებიც „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში“ ხორციელდება. „მიმდინარე წელს დავიწყებთ და დავასრულებთ თბილისის ფილიალების რეაბილიტაციასაც. ამასთან, 2022 წელს ვგეგმავთ სასწრაფო ცენტრის ახალ, ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანას, სადაც ერთიანი რეაგირებისა და მართვის ცენტრი განთავსდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)