|
2022-05-11 12:35:52, 1104 ნახვა
საზოგადოება
რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა შუა დერეფნის შესაძლებლობები სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა
საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ, გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის Middle Corridor-ის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მხარეებს შორის აუდიენცია თურქეთის დედაქალაქში გაიმართა. საქართველოს რკინიგზასთან ერთად შეხვედრებში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო და საზღვაო/სანაოსნო კომპანიების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადილ კარაისმაილოღლუმ გახსნა. მინისტრმა ხაზგაზმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ შუა დერეფანზე საკმაოდ დიდია. მან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის (TMTM) მონაწილე მხარეებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა და მზარდი მოცულობების შეუფერხებელი მომსახურებისთვის თურქეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)