|
2022-05-10 15:16:04, 1051 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის გამზირზე სკვერი სრულად რეაბილიტირდა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ყაზბეგის გამზირზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, ლედ განათების სისტემა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყო სარწყავი სისტემა და გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება განხორციელდა. წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, სკვერში განთავსდა საპარკე სკამები წიგნის ვიზუალით. მოეწყო ორი „წიგნის ბუდე“, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთმანეთს რჩეული ლიტერატურა გაუზიაროს, ან წაიღოს წიგნი და მის ნაცვლად, სხვა წიგნი დატოვოს. გარდა ამისა, სკვერში არსებულ კედელზე აღბეჭდილია გამოჩენილი მწერლების ფრაზები. რეაბილიტირებული სკვერი თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 258 818 ლარი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)