|
2022-05-10 10:13:37, 1489 ნახვა
ომი უკრაინაში
იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომელიც 130-ზე მეტ ადამიანსა და 70 კომპანიას შეეხო
იაპონიის მთავრობამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რომელიც 130-ზე მეტ ადამიანსა და 70 კომპანიას შეეხო. იაპონიის სანქცირებულთა სიაში რუსეთის პრემიერ-მინისტრი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, LDNR-ის ლიდერები, ასევე ბიზნესმენ გენადი ტიმჩენკოს ნათესავები. იაპონიის მთავრობამ ასევე შემოიღო მთელი რიგი საექსპორტო შეზღუდვები. სანქციები შეეხება კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სექტორთან, მათ შორის Almaz-Antey და Tactical Missile Corporation. ცნობისთვის, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კიშიდა ფუმიომ 20 აპრილს განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობა უკრაინას 300 მილიონი დოლარის სესხს გაუგზავნის, ასევე გამოუგზავნის სადაზვერვო თვითმფრინავებს , გაზის ნიღბებს და სხვა დამცავ აღჭურვილობას ქიმიური იარაღის შეტევის შემთხვევაში. პოლიტიკოსის თქმით, უკრაინაში ომის გამო, ტოკიო წლის ბოლომდე გადახედავს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და კიდევ ორ ძირითად დოკუმენტს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. გარდა ამისა, იაპონია დაუბრუნდა მკაცრ პოზიციას კურილის კუნძულების სტატუსთან დაკავშირებით. 2003 წლის შემდეგ პირველად, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ტერიტორია რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად უწოდა .
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)