|
2022-05-09 19:10:02, 1384 ნახვა
საზოგადოება
9 მაისს, ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს
9 მაისს, ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს. - ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მხარე ავრცელებს. მათივე თქმით, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ობელისკი. ახალციხეში მცხოვრები სამი ვეტერანი მისაკ ავეტისიანი, ვართან გუკასიანი და სააკ მიქაელიანი ხელმძღვანელმა პირებმა ოჯახებში მოინახულეს. მათ მერიის საჩუქრები და პრემიერის მისალოცი ბარათები პირადად გადასცეს. ვეტერანებს ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაეწიათ. თითოეული მუნიციპალიტეტისგან 700 ლარით, ხოლო მთავრობისგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარით, მარჩენალდაკარგულთა ოჯახები კი 500 ლარით დასაჩუქრდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)