12:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 11:20:48, 2309 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ოკუპანტების საბრძოლო მასალის მარაგი სავარაუდოდ ამოიწურა

იმის გამო, რომ კონფლიქტი რუსეთის ომამდელ მოლოდინს მიღმა გრძელდება, მათი საბრძოლო მასალის მარაგი სავარაუდოდ ამოიწურა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, აღნიშნულმა რუსეთი აიძულა ადვილად ხელმისაწვდომი, მაგრამ დაძველებული საბრძოლო მასალის გამოყენება, რომლიც ნაკლებად საიმედო, ზუსტი და ადვილად დასაჭერია.

„რუსეთი, სავარაუდოდ, იბრძვის იმ ზუსტი იარაღის შესაცვლელად, რომელიც უკვე დახარჯა,“- აღნიშნავენ სადაზვერვო სამსახურში.

გარდა ამისა,დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სამხედრო ძალების მხრიდან ფართომასშტაბიანი და ზუსტი დარტყმების განხორციელების მცდელობებში ნაკლოვანებები გამოავლინა. ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ინტენსიურად ბომბავენ და მცირედ ან საერთოდ არ ითვალისწინებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე
ისრაელი იმედგაცრუებულია აშშ-ირანის შეთანხმებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics