12:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 17:03:16, 2031 ნახვა

სხვადასხვა
ჯილ ბაიდენი სლოვაკეთსა და რუმინეთში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა

აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი სლოვაკეთში შეხვდა უკრაინელ დედებსა და ბავშვებს, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა.

ბაიდენი გაემგზავრა ქალაქ კოშიცეში და სოფელ ვიშნე ნემეკეში, სადაც ისაუბრა ლტოლვილებთან, ადგილობრივ მუშაკებთან და მოხალისეებთან. შაბათს ჯილ ბაიდენი ბუქარესტის საჯარო სკოლა „ურუგვაის“ ეწვია, სადაც ახლა უკრაინელი ლტოლვილების ბავშვები სწავლობენ.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა რუსეთის შემოჭრის შემდეგ 5,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. წასულთა 90 პროცენტი ქალი და ბავშვია, სამხედრო ასაკის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics