10:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 17:29:19, 2930 ნახვა

ომი უკრაინაში
WSJ - ჩინეთის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები რუსეთში საქმიანობას წყვეტენ

დასავლეთის სანქციების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები რუსეთში საქმიანობას წყვეტენ. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავცელებს.

დასავლეთის სანქციების წინააღმდეგ პეკინის პოზიციის გათვალისწინებით, ჩინური კომპანიები არ აკეთებენ საჯარო განცხადებებს აგრესორთან ვაჭრობის შესახებ, რომელმაც სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

კომპანიებს შორის, რომლებიც აჩერებენ მიწოდებას რუსეთში, არის Lenovo, მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების უდიდესი მწარმოებელი და რუსეთში მოწყობილობების სიდიდით მეორე გამყიდველი HP Inc-ის შემდეგ. გასული წლის მიხედვით, კომპანიამ რუსეთში ომის დაწყებიდან მალევე და საგარეო სანქციების ძალაში შესვლით შეწყვიტა მიწოდება.

რუსეთში ტელეფონების მეორე გამყიდველმა Xiaomi-მაც შეაჩერა მიწოდება რუსეთში. ამასთან რეგიონში მოქმედმა ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა  WSJ-ს განუცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მიწოდება საერთოდ არ ყოფილა.

აღნიშნულია, რომ ჩინეთის ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი რუსეთში სწრაფად შემცირდა მარტში: ლეპტოპების მიწოდება თვეში 40%-ზე მეტით შემცირდა, სმარტფონების მიწოდება 60%-ზე მეტით, ხოლო სატელეკომუნიკაციო საბაზო სადგურების ექსპორტი თითქმის შეჩერდა და დაეცა 98%-ით. ჩინეთის მთავრობის უახლესი მონაცემებით, ჩინეთის მთლიანი ექსპორტი რუსეთში თებერვლიდან მარტამდე 27%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკომისიამ უკვე მიიწვია ევროკავშირის 27 ქვეყანა, რათა გაამკაცრებინათ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ამასთან დასავლეთის პარალელურად რუსეთი მესამე ქვეყნების მეშვეობით, სანქციების გვერდის ავლას გეგმავს. ამისთვის ოკუპანტი ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ბრძანება უკვე მოამზადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics