10:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 14:42:46, 1376 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას 7 თვითმავალ ჰაუბიცის საარტილერიო სისტემას გაუგზავნის და სამხედროებს გაწვრთნის

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ქრისტინე ლამბრეხტმას განცხადებით, ქვეყანა უკრაინას 7 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცის საარტილერიო სისტემას (Panzerhaubitse 2 000) გაუგზავნის. 

მისივე თქმით, გერმანია ასევე გაწვრთნის უკრაინელ სამხედროებს ამ იარაღის სისტემების გამოსაყენებლად.

Panzerhaubitzen 2000 არის მძიმე საარტილერიო დანადგარი, რომელსაც შეუძლია სროლა 40 კილომეტრამდე მანძილზე. ბუნდესვერი აღწერს Panzerhaubitze 2000-ს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საარტილერიო სისტემას მსოფლიოში. მათი სიძლიერე მდგომარეობს სიზუსტეში და დიდ საბრძოლო მანძილზე.

ნიდერლანდებმა მანამდე კიევს დაჰპირდა  ხუთი ასეთი ჰაუბიცის მიწოდებას.  

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics