|
2022-05-06 14:20:13, 822 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„მნიშვნელოვანია, ფერმერებსა და მეწარმეებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქციის წარმოებაში, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის და ევროკავშირში ექსპორტის ზრდის გარანტიაა. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, რომელიც ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. უწყების ცნობით,სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება სახელმწიფო სტრუქტურებსა და ფერმერებს/მეწარმეებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა სურსათის კვლევისა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიის შესაძლებლობებზე, მათ შორის, საერთაშორისო დონის კვლევის მეთოდების შესახებ ისაუბრეს. ფერმერებმა და მეწარმეებმა ადგილზე დაათვალიერეს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები. „ჩვენთვის პრიორიტეტია მომხმარებელთა მოთხოვნა, რის საფუძველზეც მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩამონათვალის მუდმივი განახლება და დანერგვა”,- განაცხადა ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)