05:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 12:51:59, 1594 ნახვა

მსოფლიო
ნატო-მ რუმინეთში ახალი საბრძოლო ჯგუფი შექმნა და ქვეყანაში ამერიკელი მებრძოლები გადაჰყავს

ნატო-მ რუმინეთში ახალი საბრძოლო ჯგუფი შექმნა და აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც ადრე იტალიის ბაზაზე მდებარეობდნენ, ქვეყანაში გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (JAF) "ნეაპოლის" სარდლობამ Twitter- ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. 

მათივე ცნობით, რუმინეთში ამერიკელი მებრძოლების გადაყვანაც იგეგმება, ვინაიდან ეს ნაბიჯი გააუმჯობესებს საჰაერო პატრულირებას ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებზე.

"ამ რუმინული ჯავშანტრანსპორტიორებისთვის, გორაკი მხოლოდ გზაზე ნაგლეჯია. ნატოს საპასუხო ძალები გააქტიურდა და ნატომ შექმნა ახალი საბრძოლო ჯგუფი რუმინეთში. ნატოს ჯარები რეგულარულად ატარებენ ერთობლივ წვრთნებს უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი საფრთხის მოსამზადებლა",- წერს "ნეაპოლის" სარდლობა. 

შეგახსენებთ, რომ 1 მაისს პოლონეთში დაიწყო Defender Europe 2022 და Swift Response 2022 წვრთნები ნატოს ათასობით ჯარისკაცის მონაწილეობით. ისინი ასევე ტარდება რვა სხვა ქვეყანაში. ჩართულთა საერთო რაოდენობა 20 შტატიდან 18 ათას ადამიანს აღწევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics