05:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 10:29:28, 1027 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ „სამგორისა“ და „ახმეტელის თეატრის“ ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები გაიტანა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ე.წ. ნავთლუღი) და მეველის ქუჩიდან, ასევე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები გაიტანეს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორივე ლოკაცია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.

უწყების ცნობით, „სამგორისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნისა და გლდანის რაიონის გამგებლებს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. გამგეობების წარმომადგენლებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს და ისინი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.

"აღნიშნული მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აღკვეთის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და რაიონულ გამგეობებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. 

გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და ტროტუარის დაკავების შედეგად, ფეხითმოსიარულეთა გადაადგილება ფერხდებოდა",- აცხადებენ მერიაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics