09:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 14:46:22, 1262 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიზე სააკაშვილზე: ვერ იღებს, ან არ იღებს რას ჰქვია? არ ვიცი, რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და ვერ ჭამდე ხაჭოს

მე მგონია, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ ეტყობა განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ,- ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ შეუძლია მიხეილ სააკაშვილს მიიღოს შოკოლადი, თუმცა ვერ ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს. 

"კაცს შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას, კეთილი ინებოს, მიიღოს და დამთავრდება ამით ყველაფერი. ვერ იღებს, ან არ იღებს რას ჰქვია? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. არ აქვს ეს გამოცხადებული, შესაბამისად, არ უნდა გამოვრიცხოთ.  რაც შეეხება ვერ იღებს, არ ვიცი, რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი, ამ დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ. რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არ ჭამდე ხაჭოს, ამ დეტალებში მე შესვლა ნამდვილად არ შემიძლია. ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. პოლიტიკური განცხადება აქ ვერ გაკეთდება. მე მგონია, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ ეტყობა განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ,"- განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის მორიგ შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics