05:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 13:51:57, 1672 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - არ ვფიქრობ, რომ პუტინი და მისი გუნდის წევრები ფსიქიკურად შეურაცხადები არიან, მათ სძულთ უკრაინელები

მას ესმის რასაც აკეთებს,- ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მმართველის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დასმულ შეკითხვას. 

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა, შეგნებულად შექმნა საინფორმაციო საფუძველი, რათა რუსებისთვის უკრაინელი ერი შეეძულებინა.

"მე არ ვფიქრობ, რომ პუტინი და მისი გუნდის წევრები ფსიქიკურად შეურაცხადები არიან. რუსმა ლიდერებმა შექმნეს გარკვეული დახურული საინფორმაციო ველი თავიანთ ქვეყანაში. საინფორმაციო ველი, თავისუფალი აზრისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე. რუსებს სძულთ უკრაინელები, რადგან ტელევიზიით ეუბნებიან ასე, ეუბნებიან,რომ უკრაინაში არის „რადიკალური ხალხი“, რომ უკრაინელები თითქოს ვიღაცას აბუჩად იგდებენ და ვიღაცას ებრძვიან",- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics