|
2022-05-02 13:25:51, 1002 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და პანდუსები ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოს ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, გამგეობის მიერ გმირი კურსანტების ქუჩის მეორე შესახვევში, N5 კორპუსში ვერტიკალური პლატფორმა (ლიფტი) დამონტაჟდა. აღნიშნულ ქუჩაზე არსებული კორპუსი არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ სადარბაზოს ადაპტირება მომხდარიყო, რის გამოც მოქალაქეები დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად, გამგეობამ კორპუსის გარე ნაწილზე ლიფტის დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო. ლიფტის მონტაჟისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 500 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, სადარბაზოებში ელექტრო ამწე პლატფორმების მოწყობის სამუშაოები მერვე მიკრორაიონის N15 კორპუსსა და მეექვსე მიკრორაიონის N14 კორპუსში დასრულდა, სამ მისამართზე კი - მიმდინარეობს. ჯამში, ექვსივე პროექტისთვის 216 637 ლარი დაიხარჯება. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, გიგა სოფრომაძესთან ერთად გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)