|
2022-05-02 10:37:30, 886 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ნიჩბისში, „ავერსი-ფარმას“ და „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა
„ავერსი-ფარმას“ და „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქციების სერია გრძელდება. 29 აპრილს ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ექიმებისა და ,,ავერსი ფარმას” ორგანიზებით უფასო გამოკვლევა-გასინჯვა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში ჩატარდა. ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ექიმებმა სოფელ ნიჩბისის მოსახლეობას გაუწიეს თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, ინფექციური და ნევროლოგიური კონსულტაციები, ასევე აქციაზე მოსულ მოსახლეობას ჩაუტარდათ ექოსკოპიური, კარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევები. „ავერსი“ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. ამ ტიპის აქციები „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ მიერ, გარდა სოფელ ნიჩბისისა, გაიმართა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონის სოფლებში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)