|
2022-05-01 15:25:32, 1367 ნახვა
საზოგადოება
პაპი ფრანცისკე - ომი უკრაინაში არის კაცობრიობის საშინელი უკუსვლა
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე შუადღის ქადაგებისას უკრაინის ომს "კაცობრიობის საშინელი უკუსვლა" უწოდა, რის გამოც ის "იტანჯება და ტირის". პაპმა მარიუპოლის დაბომბვასა და განადგურებას უწოდა ბარბაროსობა და მოუწოდა ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას აზოვსტალში მყოფთათვის. გუშინ, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, რუსი სამხედროების მიერ ალყაში მოქცეული მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან 20 ქალი და ბავშვი იქნა ევაკუირებული. სააგენტო RIA Novosti-მ გუშინ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ტერიტორია 25 მშვიდობიანი მოქალაქე დატოვა: 19 ზრდასრული და ექვსი ბავშვი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომის პაპი უკრაინის ომზე საუბრობს. აპრილის დასაწყისში მალტაში ვიზიტის დროს მან თქვა, რომ "ომის სიბნელე მოვიდა" აღმოსავლეთ ევროპიდან. „მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიღაც გავლენიანი, სამწუხაროდ, ჩაკეტილი ნაციონალისტური ინტერესების ანაქრონიტურ პრეტენზიებში, პროვოცირებს და იწვევს კონფლიქტს, უბრალო ხალხი გრძნობს მომავლის აშენების აუცილებლობას, რომელიც ან იქნება საერთო ან საერთოდ არ იქნება“, - თქვა მაშინ პაპმა ფრანცისკემ. არც მაშინ და არც დღეს ფრანცისკემ პირდაპირ არ დაასახელა რუსეთი და ვლადიმერ პუტინი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)