|
2022-04-30 15:24:24, 1193 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გაბაშვილის №8 შენობის კედლის გამაგრება, ძველი ანძების ფუნდამენტის დემონტაჟი და ახალი ფუნდამენტის ჩასხმა, ასევე, ზედა სადგურის ტერიტორიაზე ქვაბულის გაჭრის სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მიმდინარე პროცესს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი გულისხმობს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრულ რეაბილიტაციას და ხუთი ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. აღნიშნულ სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ აწარმოებს, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH. რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე - 845,55 მეტრი. აღნიშნული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და დაახლოებით, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. რეაბილიტაციის შემდგომ, რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო სამართავად მთაწმინდის პარკს გადაეცემა.“ - აღნიშნულია უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)