|
2022-04-28 14:07:01, 1553 ნახვა
საზოგადოება
სოსო პავლიაშვილი უკრაინის ომში მონაწილე რუსი სამხედროებისთვის გამართულ კონცერტზე იმღერებს
2022 წლის 4 მაისს კრემლის სახელმწიფო სასახლეში სოციალური და პატრიოტული აქციის გალა კონცერტი „გმადლობთ ერთგულებისთვის, შთამომავლებო!“ გაიმართება, რომელში მონაწილეობას სოსო პავლიაშვილიც მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს. „დიდ სამამულო ომში ჩვენი ხალხის ვაჟკაცობისა და გმირობის ხსოვნის შესანარჩუნებლად და ახალგაზრდა თაობაში სწორი ღირებულებითი ორიენტაციების ჩამოყალიბების მიზნით, გამართავს აქციას "გმადლობთ თქვენი ერთგულებისთვის, შთამომავლებო!," - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთანავე, ღონისძიების საპატიო სტუმრები იქნებიან წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის მონაწილეები, დიდი სამამულო ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები, უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები. აქციის ფარგლებში უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს კი პატივისცემის ნიშნად დაჯილდოებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)