13:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 14:31:59, 2317 ნახვა

პოლიტიკა
არესტოვიჩი - მოლდოვისა და საქართველო არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას

მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, - ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ამასთან, შეკითხვაზე, სააკაშვილს შეეძლო თუ არა ამის გაკეთება? არესტოვიჩის თქმით,  "სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას,"

"ჩემი შეფასებით, ეს რომ დაწყებულიყო, დაიწყებოდა მოგვიანებით. არც მოლდოვისა და არც, მით უმეტეს, საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც მე მეჩვენება, არ არის ჯერ მზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის. რადგან მათთვის ომი ხომ არარეალურია. მათთვის, ეს სადღაც მართალია, საზღვრის გარეთ, ახლოს არის, თუმცა ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ისინი არ არიან ამისთვის მზად არც პოლიტიკურად, არც სტატუციონარულად, ანუ ის გუნდი არაა; პრინციპში, ეს არ არიან ომის ადამიანები. ამ მოდელში კი გამოდის, რომ მათ თან ეს ომი პირველებმა უნდა დაიწყონ და ვის წინააღმდეგ. ამიტომ, კი, ისინი ნამდვილად არ არიან ის ადამიანები. ამის გაკეთება შეეძლო მარგარეტ ტეტჩერს, რონალდ რეიგანს, მაგრამ არა ამ ქვეყნების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას," - ამბობს არესტოვიჩი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics