07:31 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 13:56:05, 2029 ნახვა

საზოგადოება
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მებრძოლი ქართველო ცოლ-ქმარი მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცები დააჯილდოვა, რომელთა შორის ქართველი ცოლ-ქმარიც არიან. 

როგორც უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, გელა ბეგლარაშვილი და რუსუდან ივანეიშვილი, სხვებთან ერთად, „სიმამაცისთვის“ მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

პრეზიდენტის 25 აპრილის ბრძანების მიხედვით, ისინი დაჯილდოვდნენ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და უანგარო ქმედებებისთვის, ასევე, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ მებრძოლებს სხვადასხვა ორდენით აჯილდოებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics