19:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-23 15:47:54, 1806 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლექსი არესტოვიჩი - რუსულმა ჯარებმა აზოვსტალზე საჰაერო დარტყმები განაახლეს

რუსულმა ჯარებმა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განაახლეს,-
ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა  განაცხადა.

„რთული ამბავი ის არის, რომ მტერი ცდილობს საბოლოოდ ჩაახშოს მარიუპოლის დამცველთა წინააღმდეგობა აზოვსტალის მხარეში. მან განაახლა საჰაერო დარტყმები ქარხნის ტერიტორიაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვის ზონაზე და ცდილობს განახორციელოს თავდასხმის ოპერაციები“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მან აღნიშნა ისიც, რომ მძიმე სიტუაციის მიუხედავად ქალაქის დამცველები ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას.ქარხნის ტერიტორიაზე 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინელი ჯარისკაცია, მათ შორის 500-მდე დაჭრილია. უკრაინის ხელისუფლება რუსებს ქარხნიდან სასწრაფო ჰუმანიტარული დერეფნის გამოყოფას სთხოვს.

რუსეთის ასეთმა აგრესიამ მარიუპოლში ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. დამპყრობლები კვლავ აგრძელებენ უიარაღო მოსახლეობის დაბომბვასა და ჰუმანიტარულ დახმარების დაბლოკვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics