07:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 17:26:48, 1259 ნახვა

მსოფლიო
„ბურთი კიევის მხარესაა, ველოდებით რეაქციას“ - პესკოვის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი გადასცა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი "მკაფიო ფორმულირებით" გადასცა. ამის შესახებ გამოცემა "რია ნოვოსტი" იტყობინება .

"მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში უკრაინულ მხარეს გადაეცა დოკუმენტის პროექტი მკაფიო ფორმულირებით. ბურთი კიევის მხარესაა, მოსკოვი ელოდება რეაქციას", - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინა, სავარაუდოდ, არ ჩქარობს რეაგირებას.

"მათი მუშაობა შორს არის საუკეთესოსგან, ისინი არ ცდილობენ პროცესის გააქტიურებას", - დასძინა პესკოვმა. 

მანამდე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, უკრაინული მოლაპარაკებების ჯგუფის წევრმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ  რუსეთთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად გაყინულია . მან ვერ იწინასწარმეტყველა, როდის გაიმართება პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics