|
2022-04-20 17:00:24, 1105 ნახვა
საზოგადოება
ჯეიმს აპატურაიმ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა ციფრული მმართველობის სააგენტოში გამართა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ კიბერუსაფრთოების საკითხებზე სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, NATO-ს დელეგაციის ციფრული მმართველობის სააგენტოში ვიზიტის მიზანს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, შესაბამისი პერსპექტივებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა წარმოადგენდა. მხარეებმა ისაუბრეს კიბერ და ჰიბრიდული პოლიტიკის მიმართულებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში სააგენტოს უფლებამოსილების, მისი ძირითადი საჭიროებებისა და საქართველოს საკანონმდებლობო და სტრატეგიული ჩარჩოების შესახებ. სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კიბერთავდასხმები დიდ საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს საქართველოც. ,,სრულად ვიზიარებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას, რომ ასეთ დროს ფხიზლად უნდა ვიყოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ და გავაძლიეროთ კიბერუსაფრთხოება იმ ტექნოლოგიების მიმართ, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ", - აღნიშნა დავით ნადირაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)