|
2022-04-20 12:24:29, 1352 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდნენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა, კერძო კლინიკების წარმომადგენლებთან ერთად, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, განიხილეს მათთვის COVID სტატუსის დასრულებისა და პანდემიამდელ ვითარებაში დაბრუნების საკითხი. შეხვედრაზე, მხარეებმა, სხვადასხვა პროგრამებისა და სერვისების ტარიფების განსაზღვრაზეც იმსჯელეს. სამინისტრო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა უახლოეს მომავალში ანაზღაურების ახალი სისტემა დაინერგოს. იგეგმება DRG ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლა, რომლის თანახმადაც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. სისტემის საშუალებით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისათვის გადაიხდის. მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივ საკითხებზე, კლინიკებთან ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც ჰოსპიტალურ სექტორს არ დააზარალებს, თუმცა, მთავარი, პაციენტისთვის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)