|
2022-04-20 12:06:16, 1004 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურატურისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით სამეცნიერო- პრაქტიკული ელექტრონული ჟურნალი შეიქმნა
საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით, სამეცნიერო პრაქტიკული ელექტრონული ჟურნალი შეიქმნა. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი აღნიშნული ჟურნალის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე მორის შალიკაშვილი, სარედაქციო კოლეგიის წევრები, პრაქტიკოსი პროკურორები და სამართლის დარგის მეცნიერები. „სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკოსებსა და მკვლევარებს გაცვალონ ახალი ინფორმაცია, იდეები და მოსაზრებები საპროკურორო საქმიანობისა და დანაშაულის პრევენციის აქტუალური საკითხების შესახებ. სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალი ხელს შეუწყობს პროკურატურასა და აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ნორმების ერთგვაროვან განმარტებას და სასამართლო პრაქტიკის გამოწვევების სწორ ანალიზს. ელექტრონული ჟურნალი იქნება ერთგვარი პლათფორმა, რომელიც სამართლის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზს მოახდენს.. შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე და ელექტრონული ჟურნალის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ჟურნალის ელექტრონული ვერსია წელიწადში ორჯერ გამოიცემა და მასში როგორც პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების, ასევე სამეცნიერო იურიდიული სფეროს წარმომადგენელთა სტატიები გამოქვეყნდება. სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, პრაქტიკოსი პროკურორების და გამომძიებლებისთვის, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)