14:47 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 18:32:04, 2524 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა აზოვსტალთან მდებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე ბომბი ჩამოაგდეს , ნანგრევების ქვეშ მოყოლილია 300 ადამიანი

რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის მახლობლად მდებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე მძლავრი ბომბი ჩამოაგდეს. ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანია, მათ შორის ბავშვები. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის სახალხო დეპუტატმა და ბიზნესმენმა სერგეი ტარუტამ განაცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანია, მათ შორის ბავშვები. საავადმყოფოს გადარჩენილ ნაწილში დამცველები დაიჭრნენ და მარიუპოლის მცხოვრებლები ბავშვებთან ერთად იმალებოდნენ. შეაჩერეთ გენოციდი მარიუპოლში! პოლიტიკოსებო, ლიდერებო, მსოფლიოს ხალხო, შეაჩერეთ ეს გენოციდი!“ , - წერს ტარუტა

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ჯარებმა მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაზე შეტევა დღეს განახორციელეს, სადაც დაახლოებით ათასი ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებოდა. მათ შორის ბავშვები. აზოვსტალის ტერიტორიას უკვე რამდენიმე კვირაა ადგილობრივები თავშესაფრად იყენებენ.

ამასთან ერთად, უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინა რაღაც მომენტში შეძლებს მარიუპოლის ბლოკადის გარღვევას





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics