|
2022-04-19 15:43:00, 1037 ნახვა
საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ პროგრამის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" ფარგლებში შეიქმნა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, ანა გულბანი პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" ფარგლებში, შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს მომავალი სპეციალისტებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში დაინერგოს ლაბორატორიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პროფესიული გადამზადების პროგრამები. ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოება ლაბორატორიული პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)