14:47 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 11:54:35, 2266 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ევროპის უდიდესი ქარხანა „აზოვსტალი“ დაბომბეს, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა

რუსულმა ჯარებმა მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაზე შეტევა დაიწყეს, სადაც დაახლოებით ათასი ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებოდა. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

„ოკუპანტები არამარტო ურტყამენ აზოვსტალს ძლიერი ბომბებით, არამედ აგრძელებენ არტილერიითა და ტანკებით ქაოტურ დარტყმებს მარცხენა სანაპიროს უბნის საცხოვრებელ სექტორზე, მეოტიდას ბულვარის ხაზის გასწვრივ“, - აღნიშნა ანდრიუშჩენკომ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარიუპოლის ასობით მცხოვრები, მათ შორის ბავშვები, უკვე რამდენიმე კვირაა აზოვსტალის ტერიტორიას თავშესაფრად იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინა რაღაც მომენტში შეძლებს მარიუპოლის ბლოკადის გარღვევას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics