12:56 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 16:01:49, 969 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგია: „ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას“

„ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისები იმ პროცესებიდან, რაც მსოფლიოში ხდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევების შედეგად, მარტის თვეში, მსოფლიოში, დაახლოებით, 13 %-ზე მეტით არის სურსათის ფასები გაზრდილი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი ვერც ხორბლის და ფქვილის ფასთან მიმართებაში.

„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში მარცვლეულის, ხორბლის წარმოების ზრდას. სტატისტიკის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით, გაზრდილია ხორბლის წარმოება, დაახლოებით 35-36%-ით, რაც მნიშვნელოვანია; მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ მეტის საშუალება გვაქვს და ამისთვის კონკრეტულ მექანიზმებსაც შევიმუშავებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას და, მომავალი წლების განმავლობაში, მივაღწიოთ იმ მაჩვენებელს, რომ ჩვენ თვითუზრუნველყოფის დაახლოებით 50% მაინც დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics