15:15 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 22:38:45, 1346 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება არასოდეს იქნება - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება არასოდეს იქნება. - ამის შესახებ, პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტის დროს ისაუბრა.

​"ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ემოციები ყოველთვის ჭარბობს, ჩვენთვის სრულიად ნათელია სად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ვდგავართ უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების გვერდით. ამიტომ თავად შეკითხვებიც კი რომელიც საქართველოს მთავრობის მიმართ გაჩნდა, ჩვენთვის არასასიამოვნო იყო. იყო მოსაზრებები, რომ საქართველო რუსეთისთვის გახდება სანქციების გვერდის ავლის საშუალება. რაც ასე არ არის, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება არასოდეს იქნება",- თქვა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კიევში დღეს ჩავიდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics