11:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 21:17:18, 1110 ნახვა

საზოგადოება
ზოგჯერ გაუგებრობები ხდება მედიის და პირდაპირ საუბრის შეუძლებლობის გამო - კელი დეგნანი

"ზოგჯერ გაუგებრობები ხდება მედიის და პირდაპირ საუბრის შეუძლებლობის გამო" – ასე გამოეხმაურა კელი დეგნანი შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტს .

მისივე თქმით, ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ დელეგაცია გაემგზავრა უკრაინაში და ის მრავალპარტიულია

"ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ დელეგაცია მიემგზავრება და ის მრავალპარტიულია. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი უკრაინის რადის თავმჯდომარესთან. ვფიქრობ, ზოგჯერ გაუგებრობები მედიის და პირდაპირ საუბრის შეუძლებლობის გამო ხდება. ამის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა პირისპირ საუბარია. ძალიან გახარებული ვართ, რომ ძმური მხარდაჭერა, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მიმართ ჰქონდა, ისევ არსებობს და ისევ ძლიერია მაშინ, როდესაც უკრაინას ის სჭირდება". – თქვა დეგნანმა.

დამატებით, კელი დეგნანს არ განუმარტავს თუ რას ან რომელ მედიას გულისხმობდა მის განცხადებაში .

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დეეგსცია უკრაინაში პარასკევს 16 აპრილს გაფრინდა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics