|
2022-04-16 12:46:08, 896 ნახვა
საზოგადოება
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გრძელდება
ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ოპტიკური ქსელის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გრძელდება, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებს მოიცავს. აღნიშნულ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში საპროექტო სამუშაოების პარალელურად, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის," სამშენებლო კომპანიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ოუფენ ნეტის" ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მონაწილეებს მარიამ სულაბერიძემ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით, სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდება. მისივე თქმით, მიმდინარე ეტაპზე, ამბროლაური-ონის მიმართულებაზე დაწყებულია საპროექტო სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს შპს „სის ბიზნეს სერვისი". ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი დასრულებულია ლეჩხუმის მიმართულებაზეც და გაფორმებულია ხელშეკრულება გამარჯვებულ მშენებელ კომპანიასთან, შპს „პარვუს ჯგუფთან", რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყებს პროექტირებას. აღსანიშნავია, რომ როგორც ამბროლაური-ონის, ასევე ცაგერი-ლენტეხის მშენებლობა უკვე პროექტ „Log-in Georgia"-ს ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ყველა მომდევნო, ახალი მიმართულება ამ პროექტით გაგრძელდება. 2025 წლისთვის, Log in Georgia -ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც, საბოლოოდ, სარგებელს მიიღებს, 500,000 ადამიანი.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)