|
2022-04-14 17:50:38, 879 ნახვა
საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენა გაიმართა
გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენა გაიმართა. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის და ახლადფორმირებული დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება რომელსაც სახელმწიფო უწყებების და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საპროკურორო საბჭოს წევრები, პარლამენტის და სახალხო დამცველის აპარატის წევრები ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გახსნა. ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ და დეპარტამენტის პროკურორებმა წარადგინეს. ანგარიში მოიცავდა დეპარტამენტის საქმიანობასა და პრიორიტეტულ დანაშაულებზე განხორციელებულ ღონისძიებებს როგორებიცაა: ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა და ოჯახში ძალადობა, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები, შშმ პირების უფლებების დარღვევის ფაქტები, უფლებადამცველების, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულები, არასათანადო მოპყრობის ფაქტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიმართულებას ასევე პროკურატურის გენდერული ორგანიზაციული პოლიტიკის გაუმჯობესება წარმოადგენს და ამ მიზნით, პროკურატურის გენდერული თანასწორობის 6-წლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ინოვაციური მიდგომებისა და პროკურორების განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე დაზარალებულზე მორგებული მიდგომების პრაქტიკაში იმპლემენტაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)