12:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 10:51:14, 1202 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 047 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 885 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 237 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 652 472.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.36%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 648 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 842.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 783 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 237 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა - 6, იმერეთი - 26, ქვემო ქართლი -15, შიდა ქართლი - 9, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 11, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 821 საიდანაც, 359 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 196, აჭარაში - 19, იმერეთში - 78. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 83 პირი, მათ შორის, თბილისში - 53, აჭარაში - 11, იმერეთში - 8. 2 462 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics