16:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 21:40:24, 1772 ნახვა

პოლიტიკა
ნეჰამერი - რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა ახლა "შეუძლებელია

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა ახლა "შეუძლებელია".

"ავსტრია მტკიცედ დგას ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მაგრამ სანქციებმა უფრო მეტი ზიანი უნდა მიაყენოს რუსეთს, ვიდრე ევროკავშირს. მეორე მხრივ, მხოლოდ ავსტრია არ არის გაზის ემბარგოს წინააღმდეგი" - თქვა ნეჰამერმა გერმანიისა და უნგრეთის პოზიციებზე დაყრდნობით.

ავსტრიის კანცლერის თქმით, ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირის დღის წესრიგში უკვე დგას, თუმცა რუსული გაზის საკითხი სხვა სირთულესთან ასოცირდება. ნეჰამერმა აღნიშნა, რომ გარდა ავსტრიისა, ამ პოზიციას გერმანია, უნგრეთი და ბულგარეთიც იზიარებენ.

"ჩვენ დამოკიდებული ვართ გაზზე. ჩვენი ინდუსტრიები დამოკიდებულია გაზზე". - ამბობს ავსტრიის კანცლერი CNN-თან ინტერვიუში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics