12:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 15:52:03, 895 ნახვა

საზოგადოება
რეფერალური მომსახურების კომისიამ 801 მოქალაქეს სამედიცინო სერვისები 2 მილიონი ლარით დაუფინანსა

ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიამ 801 მოქალაქის, მათ შორის 188 ბავშვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების  მოთხოვნა დააკმაყოფილა, რისთვისაც ჯამში  2 მლნ  ლარზე მეტი გამოიყო (2 039 081.964 ლარი).

კომისიის გადაწყვეტილებით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  დაფინანსდა გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო სერვისი, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, ქირურგიული ოპერაციები,  მედიკამენტები და დიაგნოსტიკური  კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევები.

რეფერალური პროგრამით,  საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ფინანსდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში).

კომისიურად  განიხილება იმ მოქალაქეთა სამედიცინო სერვისების დაფინანსებაც, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არიან საქართველოს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მოსარგებლეები; ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების იღებს კომისია სპეციალური შემადგენლობით.

რეფერალური პროგრამის ფარგლებში  შექმნილი კომისიის სხდომა, შემოსული განცხადებების მიხედვით, ყოველკვირეულად ტარდება. სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებების გათვალისწინებით ხდება.

 2022 წლის 1 იანვრიდან 13 აპრილის ჩათვლით რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 6801  სამედიცინო შემთხვევა, დაფინანსების მოცულობამ შეადგინა 15 971 811.85 ლარი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics