08:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 15:40:36, 1040 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - სიაში 200-ზე მეტი ოლიგარქი და კომპანია შევიდა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. შეზღუდვების ქვეშ 206 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირია მოექცეული. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

სანქცირებულთა სიაში მოექცა ნავთობისა და გაზის კომპანიების „ლუკოილისა“ და Surgutneftegaz-ის გენერალური დირექტორი და თანამფლობელი ვაგიტ ალიქპეროვი და ვლადიმერ ბოგდანოვი, ასევე რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ იაკუნინი, საინვესტიოციო კომპანია AFK Sistema-ის დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი, კომპანია „გაზპრომბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ფურსენკო და სერგეი ლავროვის მეუღლე.

ამასთან, სანქციების სიაში შეყვანილია  „გაზპრომბანკი“, ფინანსური ჯგუფი „გახსნა“, ბანკი „რუსეთი“, და სადაზღვევო კომპანია SOGAZ.

ზემოთ აღნიშნულ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს ამ ეტაპისთვის გაყინული აქვთ აქტივები,რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მათთან ნებისმიერი სახის გარიგებების წარმოება აკრძალულია. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბრიტანეთმა რუსების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო უკრაინაში წარმოებული ომის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics